ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ცნობით, სტიქია ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კასტილიისა და ლეონის რეგიონში მოხდა. ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ჩვილი კი დაშავდა. ესპანეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 7 რეგიონში შტორმებისა და ძლიერი წვიმის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა ესპანეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის შემდეგ დაფიქსირდა. ძლიერმა სიცხემ ბოლო პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაერთი მასშტაბური ტყის ხანძარი გამოიწვია. The post ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →