უკრაინული მედია – როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
News.ge
როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, როსტოვის ოლქის ქალაქებში, კერძოდ, დონის როსტოვში, ბატაისკსა და აქსაიში აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. კომპანია Ozon-მა დაადასტურა, რომ დრონებით იერიშის შედეგად მათი ლოჯისტიკური ობიექტი დაზიანდა. ასევე, დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია DNS-ის საწყობშიც. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, […]