კომპანია Google-მა აშშ-ში ონტარიოს ტბის სახელწოდება „ამერიკის ტბად“ შეცვალა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ბრძანების შესაბამისად, კომპანია Google-მა აშშ-ში ონტარიოს ტბის სახელწოდება „ამერიკის ტბად“ შეცვალა. Google Maps-ის ამერიკელი მომხმარებლები ამიერიდან ტბის სახელწოდებად რუკაზე „ამერიკის ტბას“ ნახავენ, კანადელები – ონტარიოს ტბას, ხოლო აშშ-სა და კანადის ფარგლებს გარეთ მყოფი მომხმარებლები ორივე სახელს ერთად. მედიის ცნობით, კომპანია Google-მა მსგავსი ქმედება ადრეც განახორციელა, როდესაც, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მექსიკის ყურეს სახეწლოდება შეეცვალა და მას „ამერიკის ყურე“ ეწოდა. ამასთან, „პოლიტიკოს“ ცნობით, დემოკრატმა კონგრესმენმა, დები დინგლმა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მოამზადა. ერთგვერდიანი კანონპროექტის სახელწოდებაა „ჩვენი დიდი ტბების ხელყოფის თავიდან აცილების აქტი“. „ხალხი ვერ… The post კომპანია Google-მა აშშ-ში ონტარიოს ტბის სახელწოდება „ამერიკის ტბად“ შეცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →