აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების დახმარებისთვის სანქციები გააფართოვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები გააფართოვა იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც, ვაშინგტონის ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ეხმარებიან. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის არიან ერაყის, ლიბანის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და თურქეთის იურიდიული და ფიზიკური პირები. ისინი ფინანსურ და ლოჯისტიკურ დახმარებას უწევენ პროირანულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიბანში და „კატაიბ ჰეზბოლას“ ერაყში. უწყების 10 სექტემბრის პრესრელიზის თანახმად, ერთ-ერთი სანქცირებული კომპანიის (Ain Al-Iraq) მონაწილეობით ერაყის მთავრობის გარიგებები მოიცავდა ოპერაციებს რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან სამხედრო დანიშნულების კომპონენტების შესაძენად. ექსპერტების შეფასებით, ამ ნაბიჯით აშშ-ის ადმინისტრაციამ ერაყის მთავრობაც ფაქტობრივად დააკავშირა იმ თავდაცვით გარიგებებთან, რომლებშიც… The post აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების დახმარებისთვის სანქციები გააფართოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →