„სი ძინპინს პუტინზე გავლენა აქვს“ – ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ომის დასრულების მოლაპარაკებებში ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა. „ხვალ პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის ლიდერს შეხვდება. პრეზიდენტს ძალიან გულახდილად ვუთხარი, რომ ჩვენი აზრით, თუ ის პრეზიდენტ სი ძინპინსაც ჩართავს, მას პუტინზე გავლენა აქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და რომ ამერიკელ კოლეგას სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების გაწევა შეუძლია. მისივე ცნობით, აშშ რუსეთს გადასცემს უკრაინის წინადადებას ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ტრამპი… The post „სი ძინპინს პუტინზე გავლენა აქვს“ – ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →