რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველი კომენტარი ირანის მიერ თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე — Cnoba

Alia მოსაზრება 10 Mar 2026, 06:13

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი ირანს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც დღეს ირა­ნი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა თურ­ქე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ნატო-ს თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს. “ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ ხდე­ბა ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­თან მე­გობ­რო­ბას და­ა­ზი­ა­ნებს და რომ­ლე­ბიც უკი­დუ­რე­სად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა. შე­გახ­სე­ნებთ 9 მარტს, თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ […] The post რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველი კომენტარი ირანის მიერ თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე appeared first on .

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი ირანს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც დღეს ირა­ნი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა თურ­ქე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ნატო-ს თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს.

“ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ ხდე­ბა ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­თან მე­გობ­რო­ბას და­ა­ზი­ა­ნებს და რომ­ლე­ბიც უკი­დუ­რე­სად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ 9 მარტს, თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ “ნა­ტოს ან­ტი­სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით“ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ირა­ნი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა მას შემ­დეგ, რაც ის თურ­ქე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შე­ვი­და.

თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო­თა თა­ნახ­მად, რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბი ქვეყ­ნის სამ­ხრე-აღ­მო­სავ­ლეთ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ გა­ზი­ან­ტე­პის და­უ­სახ­ლე­ბელ ნა­წილ­ში ჩა­მო­ვარ­და. არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

გა­სულ კვი­რა­შიც იყო მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი, ამ­ჟა­მა­დაც თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ტოს სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ჩა­მო­აგ­დო ირა­ნუ­ლი რა­კე­ტა, რო­მე­ლიც მის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შე­დი­ო­და.

“ნა­ტომ კვლავ ჩა­მო­აგ­დო რა­კე­ტა, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. ნატო მტკი­ცედ არის მზად, [ალი­ან­სის] ყვე­ლა წევ­რი და­იც­ვას ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხის­გან”, – ნათ­ქვა­მია ნა­ტოს მიერ სოცქსელ X-ში 9 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

The post რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველი კომენტარი ირანის მიერ თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე appeared first on .


რელევანტური