რა ხედბა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა — Cnoba
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან. სპეციალისტები როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას სწავლობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე. The post რა ხედბა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.