ისრაელს ღამის განმავლობაში ხუთჯერ შეუტიეს — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
15 Mar 2026, 06:52
ისრაელში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ირანიდან სარაკეტო დარტყმების ხუთი ტალღა მოიგერიეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანიდან ნასროლი ყველა რაკეტა განადგურებულია და დაშავებულები არ არიან. საჰაერო განგაში ღამის განმავლობაში გამოცხადდა თელ ავისა და იერუსალიმში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმებიც გრძელდება. მათივე ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შეტევის გამო ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. The post ისრაელს ღამის განმავლობაში ხუთჯერ შეუტიეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.