საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რომეო მიქაუტაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს ყოფილ პირველ მოადგილეს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოართვა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებებს თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება.