“ივანიშვილი არის საკუთარი არასწორი გათვლების ხაფანგში” – თამარ ჩერგოლეიშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 16 Mar 2026, 17:47

სააგენტო "პარალელი" “ივანიშვილი არის საკუთარი არასწორი გათვლების ხაფანგში” – თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, არაღიარების პოლიტიკასა და პროცესებში გამოკვეთილ პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობს პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: “არაღიარების პოლიტიკაზე ჩაჭერას არასოდეს ჰქონია ამხელა მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ყველანაირ ხელისუფლებას სჭირდება ხალხის მხრიდან აღიარება თუ არა, შეგუება მაინც. რეჟიმთან შეუგუებლობამ განაპირობა ის, რომ ივანიშვილის დანაშაულებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა! რეჟიმთან შეუგუებლობამ მოიტანა ის, რომ ივანიშვილის ზოოპარკის […] “ივანიშვილი არის საკუთარი არასწორი გათვლების ხაფანგში” – თამარ ჩერგოლეიშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილი არის საკუთარი არასწორი გათვლების ხაფანგში” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, არაღიარების პოლიტიკასა და პროცესებში გამოკვეთილ პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობს პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

არაღიარების პოლიტიკაზე ჩაჭერას არასოდეს ჰქონია ამხელა მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ყველანაირ ხელისუფლებას სჭირდება ხალხის მხრიდან აღიარება თუ არა, შეგუება მაინც.

რეჟიმთან შეუგუებლობამ განაპირობა ის, რომ ივანიშვილის დანაშაულებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა!

რეჟიმთან შეუგუებლობამ მოიტანა ის, რომ ივანიშვილის ზოოპარკის ნახევარი ციხეშია ივანიშვილის “ღალატისთვის”!

რეჟიმთან შეუგუებლობამ მოიტანა ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიული გადატვირთვა და კრისტალიზაცია ხდება და შედეგად რეალურ ალტერნატივას მივიღებთ!

ახლა ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი დგება – ივანიშვილი არის საკუთარი არასწორი გათვლების ხაფანგში.

არასოდეს, როგორც ახლა, არ ჰქონია მნიშვნელობა არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას იქამდე, ვიდრე რეჟიმთან შეუგუებლობა ივანიშვილს არ შეაგუებს, რომ ძალაუფლებას კარგავს და დათმობის გარდა მანევრი არ დარჩა!

და აი მერე, შედგება რეალური დიალოგი – შედეგისთვის.

გამარჯვება არის ახლოს, თუ პოლიტიკურ და სამოქალაქო სპექტრს აღმოაჩნდება ძალა რომ დეფექტორებს და დეზერტირებს პროცესი არ დააზიანებინონ.

P.S. პოლიტპატიმრების წინაპირობას ვინც აყენებს, იქონიეთ პროფესიული სინდისი და კითხვა დაუსვით, ვის გულისხმობენ პოლიტპატიმრებში – ყველას? თუ ადამიანებით ვაჭრობას იწყებენ? ყველა რომ შეუძლებელია, რომელმა არ იცით?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ივანიშვილი არის საკუთარი არასწორი გათვლების ხაფანგში” – თამარ ჩერგოლეიშვილი
პარალელი


რელევანტური