საპატრიარქომდე მისასვლელი გზა სრულად გადაკეტილია – გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 18 Mar 2026, 07:27

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ცხედარი, ამ დროისთვის, საპატრიარქოშია დასვენებული, სადაც “კავკასიის მედიცინის ცენტრიდან” გვიან ღამით გადაასვენეს. საპატრიარქომდე მისასვლელი ცენტრალური გზა სრულად გადაკეტილია – ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მიმდინარეობს ბოლო სამზადისი წმინდა სინოდის სხდომის დასაწყებად, რომელიც დღეს, 14:00 საათზე უნდა გაიმართოს. სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოსთან კოორდინაციით შეიქმნება დამკრძალავი კომისია, პანაშვიდები კი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. The post საპატრიარქომდე მისასვლელი გზა სრულად გადაკეტილია – გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური