რა მექანიზმები შეიძლება აამოქმედოს აშშ–მა “ოცნების” წინააღმდეგ? — Cnoba

Alia სიახლე 19 Mar 2026, 09:43

თავდაცვის ექსმინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების მოწოდება იყოს ის, რომ აშშ-ში ამოქმედდეს უნივერსალური იურისდიქცია “ქართულ ოცნებაში“ სავარაუდო დამანაშავეების წინააღმდეგ. ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის და სანდოობის დაკარგვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბევრი სხვადასხვა ინტრუმენტით შესაძლოა შეეხმიანოს ეს ქვეყანა, თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაშიც მოქმედებს უნივერსალიზმის პრინციპი და შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს ადამიანი, რომელსაც დანაშაული ჩადენილი […] The post რა მექანიზმები შეიძლება აამოქმედოს აშშ–მა “ოცნების” წინააღმდეგ? appeared first on .

თავდაცვის ექსმინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების მოწოდება იყოს ის, რომ აშშ-ში ამოქმედდეს უნივერსალური იურისდიქცია “ქართულ ოცნებაში“ სავარაუდო დამანაშავეების წინააღმდეგ.

ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის და სანდოობის დაკარგვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბევრი სხვადასხვა ინტრუმენტით შესაძლოა შეეხმიანოს ეს ქვეყანა, თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაშიც მოქმედებს უნივერსალიზმის პრინციპი და შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს ადამიანი, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს სხვა ქვეყანში.  წამება სწორედ ასეთს განეკუთვნება. ამიტომაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ასეთი მძაფრი რეაქცია წამებაზე, გახსოვთ ალბათ კობახიძის კომენტარი, სადაც  რამდენჯერმე გაიმეორა, რომ წამება არა, წამება არა, კი იყო გადაცდომები, დარღვევები, სხვა სიტყვებს იყენებდა, მაგრამ წამება არა. მან ძალიან კარგად იცის, რომ წამების აკრძალვასთან ერთად, მონობის აკრძალვაც, ორივე ერთად არის საყოველთაოდ დაცული და რომლის დარღვევის შემთხვევაში სწორედ უნივერსალური იურისდიქცია იწყებს მოქმედებას. ეს არ არის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა, ამისი უამრავი მაგალითი არსებობს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც.

რა ნაბიჯის გადადგმას სთხოვენ აშშ-ის მთავრობას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სენატორები და კონგრესმენები?

The post რა მექანიზმები შეიძლება აამოქმედოს აშშ–მა “ოცნების” წინააღმდეგ? appeared first on .


რელევანტური