ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, რომ ზიანი აანაზღაუროს – რას აცხადებს ყოფილი მინისტრის ადვოკატი — Cnoba
ადვოკატ ხათუნა ხურცილავას განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, რომ ზიანი აანაზღაუროს. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, პროკურატურას დღეს მიმართავენ. „ჩვენ მზად ვართ ზიანი ავანაზღაუროთ. რაც შეეხება სასჯელს, რატომ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელი? პირობითით ვითხოვთ გათავისუფლებას, დეტალებს გავივლით“, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ. ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეს პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს. ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით… The post ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, რომ ზიანი აანაზღაუროს – რას აცხადებს ყოფილი მინისტრის ადვოკატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.