სიახლე

ფრიდრიხ მერცი – გულითადად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მადიარო – მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას

News.ge

უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. გულითადად გილოცავთ არჩევნებში წარმატებას, ძვირფასო პიტერ მადიარო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს. „მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი, უსაფრთხო და უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ევროპისთვის“, – აცხადებს მერცი. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, […]

პირველწყარო →

უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. გულითადად გილოცავთ არჩევნებში წარმატებას, ძვირფასო პიტერ მადიარო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

„მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი, უსაფრთხო და უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ევროპისთვის“, – აცხადებს მერცი.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.

ვიქტორ ორბანმა დამარცხება უკვე აღიარა.


მსგავსი