სიახლე

საგარეჯოში კაცმა მეზობელი მოკლა

მედიაცენტრი

საგარეჯოში კაცმა მეზობელი მოკლა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი – 1953 წელს დაბადებული დ.შ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მეზობელი – 1969 წელს დაბადებული გ.კ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.შ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post საგარეჯოში კაცმა მეზობელი მოკლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი