სიახლე

თამო კეშელავა: თემურ ჭყონიამ, პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე თქვა – “ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა”. უკვეო, ხალხო, უკვეო…

News.ge

ჟურნალისტი თამო კეშელავა: თემურ ჭყონიამ, პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე თქვა – “ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა”. უკვეო, ხალხო, უკვეო. აქციები ხომ დაარბიეს, დარბევის გარეშე, სიცივეში, ხომ ასველეს ხალხი დასაციებლად, დასაავადმყოფებლად, ხალხს მეტროებში ხომ სდიეს, დროშების გამო, ხომ დაიჭირეს ამდენი, ამდენი დააჯარიმეს, ამდენს დაესხნენ თავს და სასიკვდილოდ გაიმეტეს, ტროტუარზე დგომის გამოც ხომ იჭერენ ხალხს და პლასტმასის ბოთლი რომ […]

პირველწყარო →
ჟურნალისტი თამო კეშელავა:
თემურ ჭყონიამ, პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე თქვა – “ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა”. უკვეო, ხალხო, უკვეო.
აქციები ხომ დაარბიეს, დარბევის გარეშე, სიცივეში, ხომ ასველეს ხალხი დასაციებლად, დასაავადმყოფებლად, ხალხს მეტროებში ხომ სდიეს, დროშების გამო, ხომ დაიჭირეს ამდენი, ამდენი დააჯარიმეს, ამდენს დაესხნენ თავს და სასიკვდილოდ გაიმეტეს, ტროტუარზე დგომის გამოც ხომ იჭერენ ხალხს და პლასტმასის ბოთლი რომ ამოიღეს მოხმარებიდან – ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა უკვეო.
უკვე, ხო, ახლა, პლასტმასის ბოთლების ამოღებით დაიწყო ამ ქვეყანაში თავისუფლების შეზღუდვა, თორემ, ისე, სულ თავისუფლება და თავისუფლებაა.
რად უნდათ ახლა ამათ ევროპა? – უნდათ?
ხო, კობახიძის იმედი მაქვსო:) საერთოდაც, ეგა პრაგმატული კაციაო, სწორად გააჩერა ამაზე საუბარი და ვიღაც ახირებულებმა წამოწიეს ისევო.
ახირებულებმა და კუანებმა, ხო:)
ანუ, ახირებულები და კუანები გადაახტნენ თავზე კობახიძეს და მის გარეშე გააკეთეს, თორემ, ირაკლი არ იკადრებდა ახლა პლასტმასის ბოთლის აკრძალვას, ნწუ.
კუანა რომ თავზე გადაახტება, ისეთი კაცის იმედი რატომ უნდა გქონდეს, მარტო ეგ ვერ გავიგე.
ბიზნესის დიდი ნაწილი კომფორტის ზონაში რომაა, ხედავთ, ახლა მაინც? თუ ისევ ვერა?
ამ საშინელ ვითარებაში, რაშიც ხალხი და ქვეყანაა, ბიზნესის დიდი ნაწილი კომფორტის ზონაში რომ ბრძანდება, ახლაც არც ჩანს?

მსგავსი