ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა
“ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა” – ინფორმაციას Euronews ლიეტუვაში განლაგებულ ფრანგულ სამხედრო კონტინგენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ორშაბათს, 20 აპრილს, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის თვითმფრინავები აფრინდნენ. ფრანგული Rafale თვითმფრინავების გარდა ოპერაციას ასევე შეუერთდნენ შვედეთის, ფინეთის, პოლონეთის, დანიისა და რუმინეთის თვითმფრინავები. როგორც აღინიშნება, მიზეზი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჯგუფის გამოჩენა გახდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ორი ზებგერითი ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ და დაახლოებით ათი „სუ-30“ და „სუ-35“ ავიაგამანადგურებელი, რომლებიც სტრატეგიული ბომბდამშენების ესკორტირებას ახდენდნენ. The post ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →