სიახლე

ოზურგეთში “ოცნება” ფიქრობს, რომ “დღითიდღე იზრდება ხელისუფლების მიმართ კმაყოფილ ადამიანთა რიცხვი”

GuriaNews

29 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. მან სხდომის მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი გააცნო. საკითხების უმეტესობას შორის, რომლებიც ცნობად მიღებით იყო წარმოდგენილი, მთავარი იყო “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.” საკითხი საფინანსო სამსახურის უფროსმა, პავლე ჭყონიამ წარმოადგინა. მან თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის […] The post ოზურგეთში “ოცნება” ფიქრობს, რომ “დღითიდღე იზრდება ხელისუფლების მიმართ კმაყოფილ ადამიანთა რიცხვი” appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

29 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

მან სხდომის მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი გააცნო.

საკითხების უმეტესობას შორის, რომლებიც ცნობად მიღებით იყო წარმოდგენილი, მთავარი იყო “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.”

საკითხი საფინანსო სამსახურის უფროსმა, პავლე ჭყონიამ წარმოადგინა.

მან თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ვრცლად განიხილავდა.

ჭყონიამ მართლაც ვრცლად მიმოიხილა ეს საკითხი და კლასიფიკაციის მიხედვით, ცხრილის სახითაც წარმოადგინა.

საბოლოოდ, საკითხი “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ”, ისე დაამტკიცა საკრებულომ, კრიტიკული კითხვა არავის დაუსვამს; არც არსებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ.

დავით დარჩიამ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და საკრებულოს ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა საანგარიშო პერიოდში “საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად კოორდინირებულ მუშაობაზე, სამომავლო გეგმებსა და ახალ გამოწვევებზე“:

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე მეოთხედ მაქვს შესაძლებლობა ვემსახურო ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩევლების ნდობას საქმით ვუპასუხო“, _ თქვა დარჩიამ, თუმცა, არ უხსენებია სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა ქეთი ხომერიკმა, თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა “მმართველი პარტიის მადლიერ ადამიანებზე“.

“დღითიდღე იზრდება ხელისუფლების მიმართ კმაყოფილ ადამიანთა რიცხვი“, _ თქვა მან.

გამოსვლებს შორის ისმოდა ტაში და არც ერთი კრიტიკული კითხვა არ დასმულა, არავის უკითხავს, რის გამო ემადლიერებიან “ქართულ ოცნებას” ხომერიკის მიერ ნანახი “მადლიერი” ადამიანები.

სხდომის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვკითხეთ საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებს, თუ რა აზრის არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა საანგარიშო პერიოდის შესახებ, რას ფიქრობენ აუდიტის დასკვნის ირგვლივ, რომელშიც უამრავ დარღვევაზეა საუბარი და საზოგადოებაში ამაზე ღიად საუბრობენ.

“ამჯერად თავს შევიკავებ შეფასებისგან“, _ გვითხრა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ქეთი ხომერიკმა.

“ყველაფერი შედარებითია. რომ გადახედო სხვა მუნიციპალიტეტების შესახებ აუდიტის დასკვნებს, აქ ისეთი არაფერი წერია“(?!), _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ.

ერთი, ვინც შეგვპირდა ამ დასკვნის შესახებ შეფასების გაკეთებას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იყო: “კი, გამოვთქვამთ ჩვენს აზრს“, _ გვითხრა მან. ამ აზრს, ჩვენ უახლოეს პერიოდში მივაწვდით მკითხველებს, საზოგადოების წარმომადგენელი პირების, მათ შორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების  თვალსაზრისთან ერთად.

საბოლოოდ, საკრებულოს სხდომაზე განხილული სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, საკრებულოსვე გადაწყვეტილებით დამტკიცდა დადგენილება: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების გასახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ”.

განკარგულებები მიიღეს:

“ქალაქ ოზურგეთში საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების თაობაზე”;

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”. “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე”; “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ”.

ასევე, მოისმინეს და ცნობად მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარისა და ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

The post ოზურგეთში “ოცნება” ფიქრობს, რომ “დღითიდღე იზრდება ხელისუფლების მიმართ კმაყოფილ ადამიანთა რიცხვი” appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი