,,ევროპელები თავად წყვეტენ, ვინ ილაპარაკებს მათი სახელით და ამაში სხვა ვერავინ ჩაერევა” – მერცი
,,ევროპისთვის მიუღებელია გარე ჩარევა იმ საკითხში, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს მას რუსეთთან მოლაპარაკებებში. ევროპელები თავად წყვეტენ, ვინ ილაპარაკებს მათი სახელით და ამაში სხვა ვერავინ ჩაერევა”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპასთან მოლაპარაკებებში შუამავალი შეიძლებოდა ყოფილიყო გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი. ამავე დროს, ფრიდრიხ მერცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას და აღნიშნა, რომ რუსეთი რეალურად მზად არის ასეთი მოლაპარაკებებისთვის. The post ,,ევროპელები თავად წყვეტენ, ვინ ილაპარაკებს მათი სახელით და ამაში სხვა ვერავინ ჩაერევა” – მერცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →