სიახლე

პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა

მედიაცენტრი

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. კრემლის ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები შეხვედრის ფარგლებში ორმხრივ, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ. მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ორმხრივ სამთავრობათშორისო დოკუმენტებს გააფორმებენ. ვიზიტის ფარგლებში პუტინი ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანსაც შეხვდება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს. The post პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი