სიახლე
,,რუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა” – მედია
მედიაცენტრი
რუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად სტავროპოლის მხარეში, ქალაქ ნევინომისკში მდებარე „აზოტის“ ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა, ვლადიმერ ვლადიმეროვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე-ჩელნიში მდებარე ელექტრომოწყობილობების საწარმოზეც. თათრეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ცნობით, საწარმოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. The post ,,რუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.