სიახლე

„მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს… “ – რას წერს ექიმი რომა ბაბაევი

elNews

რამდენიმე დღის წინ, „სამგორის“ მეტროში 21 წლის მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ­ შეძ­ლეს. მარიამი თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო. მარიამის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ცნობილი გახდა, მან წლის დასაწყისში ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. ექი­მი რომა ბა­ბა­ე­ვი, ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გის ჯაბა ბა­ბა­ე­ვის ვაჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა, გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­რი­ატ­რი­ულ … „მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს… “ – რას წერს ექიმი რომა ბაბაევი Read More » The post „მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს… “ – რას წერს ექიმი რომა ბაბაევი appeared first on elNews.ge.

პირველწყარო →

რამდენიმე დღის წინ, „სამგორის“ მეტროში 21 წლის მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ­ შეძ­ლეს.

მარიამი თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო.

მარიამის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ცნობილი გახდა, მან წლის დასაწყისში ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.

ექი­მი რომა ბა­ბა­ე­ვი, ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გის ჯაბა ბა­ბა­ე­ვის ვაჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა, გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ა­ზე ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს.

„გამარჯობა, მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს. მარიამს 5 იანვარს გავუკეთეთ ბაიპასის ტიპის ოპერაცია. ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად.

მარიამი ჩვენთვის იყო არამხოლოდ პაციენტი, არამედ ძალიან კარგი მეგობარი, გვქონდა თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. იყო ძალიან კარგი პაციენტი, ოპერაციისთვის 3 თვე ვამზადებდით, იყო შეგნებული და თვითონ არ უნდოდა ოპერაცია, სანამ კარგად არ დაიკლო და არ მოემზადა. ოპერაციის შემდეგაც მუდმივ მეთვალყურეობაში იყო, ნებისმიერ წამალზე მწერდა და ჩვენს გარეშე არაფერს აკეთებდა. ასრულებდა ყველა რეკომენდაციას იდეალურად. იკონტროლებდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, 3 თვის თავზე ჩაიტარა შესაბამისი კვლევები, ჰქონდა იდეალური მდგომარეობა. მაგრამ 3 დღის წინანდელმა ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, სადაც გაგვიზიარა თავისი before/after და იყო უბედნიერესი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, მოხდა ასეთი ტრაგედია, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით. იყო უბრალოდ შოკი.

გთხოვთ, მოეშვათ ამ ამბის ბარიატრიასთან დაკავშირებას, იყო მოულოდნელი სიკვდილი. პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ექიმს! ექპერტიზის დასვკნა სანამ არ იქნება, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს, რაიმე კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და ვეცდები, დაგეხმაროთ, აქ პოსტვით უბრალოდ პანიკა იქმნება.

ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახის წევრებს! თქვენ კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!“, – წერს რომა ბაბაევი სოციალურ ქსელში.

The post „მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს… “ – რას წერს ექიმი რომა ბაბაევი appeared first on elNews.ge.


მსგავსი