უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4% შეადგინა. საქსტატის თანახმად, I კვარტალში სამუშაო ძალად ითვლებოდა თითქმის 1.6 მლნ ადამიანი, აქედან 1.3 დასაქმებული იყო, ხოლო 230 ათასი უმუშევარი. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.1% და 16.2% შეადგენს. I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.8 პროცენტული პუნქტით. The post უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →