სიახლე

ამერიკულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს გადაცემა მიუძღვნა

Knews

knews.ge ამერიკულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს გადაცემა მიუძღვნა თელიანი ველის სტუმარი იყო SOMM TV – ამერიკული მედია პლატფორმა, რომელიც ღვინოს, გასტრონომიასა და სტუმარმასპინძლობას ეძღვნება. ამერიკული გადაცემის ეს ეპიზოდი The post ამერიკულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს გადაცემა მიუძღვნა appeared first on knews.ge.

პირველწყარო →

knews.ge
ამერიკულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს გადაცემა მიუძღვნა

თელიანი ველის სტუმარი იყო SOMM TV – ამერიკული მედია პლატფორმა, რომელიც ღვინოს, გასტრონომიასა და სტუმარმასპინძლობას ეძღვნება.
ამერიკული გადაცემის ეს ეპიზოდი ქართულ ღვინოს და კონკრეტულად, თელიანი ველის პრემიუმ სერიის ღვინოებს ეთმობა.  როგორც თავად SOMM TV აღნიშნავს:
„საქართველოს ღვინოსთან განსაკუთრებულად ღრმა კავშირი აქვს – უკვე 8000 წელზე მეტია, რაც ქვეყანაში მეღვინეობის დარგი ვითარდება და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა”
ეპიზოდი თელიანი ველის მეღვინე – შოთა ნატროშვილთან ერთად საქართველოში ჩაიწერა და იმ ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის ნაწილია, რომელიც საქართველოს შესახებ ივლისში გამოვა. ამის შესახებ კომპანია „თელიანი ველის“ წარმომადგენელმა განაცხადა.
ვიდეოს ნახვა უკვე შესაძლებელია SOMM TV-ზე, ხოლო საქართველოს შესახებ ახალი ფილმის პრემიერა ივლისის დასაწყისში შედგება.

The post ამერიკულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს გადაცემა მიუძღვნა appeared first on knews.ge.


მსგავსი