სიახლე

პაკისტანში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

პაკისტანში აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნეც მატარებელი იყო, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა. BBC-ის ცნობით, მატარებელს სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი დასავლეთ ბელუჯისტანის რეგიონის დედაქალაქ კვეტაში, ჩამან ფატაკის სადგურზე მოძრაობდა. სამი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, ორი კი გადაბრუნდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმიის (BLA) სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო და განაცხადა, რომ ეს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ეს განცხადება პაკისტანის ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მკაცრად დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ „ტერორიზმის ასეთი მშიშარა ქმედებები ვერ შეასუსტებს პაკისტანელი ხალხის სიმტკიცეს“. The post პაკისტანში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი