რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე სამგზავრო მიკროავტობუსი ტროტუარზე ავარდა და ჯებირს შეეჯახა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე ავარდა.
როგორც “ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსის მძღოლმა სცადა სხვა მანქანისთვის თავის არიდება და ავარდა ბორდიურზე.
არსებული ინფორმაციით შემთხვევისას მიკროავტობუსში არავინ იმყოფებოდა და შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
The post სამგზავრო მიკროავტობუსი ტროტუარზე ავარდა და ჯებირს შეეჯახა appeared first on გურია ნიუსი.