უკრაინა 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველ ტრანშს 25-26 ივნისს მიიღებს
,,უკრაინა მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს, 3.2 მილიარდ ევროს, ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ბიუჯეტის ნაწილს, უკრაინის აღდგენის საკითხებზე დაგეგმილი კონფერენციის დროს მიიღებს, რომელიც 25-26 ივნისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება”, – ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა. ცნობისთვის, მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარცინ პრჟიდაჩმა განაცხადა, რომ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებზე მიმდინარე კვირაში გდანსკში გაიმართება, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მოწვევა არ მიუღია. The post უკრაინა 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველ ტრანშს 25-26 ივნისს მიიღებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →