ფიფა-ს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოზიცია შეინარჩუნა და კვლავ 72-ე ადგილს იკავებს.
1 tv.ge-ს ცნობით, რაც შეეხება ერთა ლიგაზე ჩვენს ჯგუფს, მეტოქეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი უკრაინას აქვს, რომელიც 32-ე პოზიციაზე იმყოფება. უნგრეთის ეროვნული ნაკრები სამი საფეხურით დაწინაურდა და 39-ე ადგილზე გადაინაცვლა, მსოფლიო რეიტინგის უცვლელი ლიდერი კი კვლავ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა.
ვილი სანიოლის შეგირდები შემოდგომაზე ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვებიან, სადაც მათი მეტოქეები უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.
The post საქართველოს ნაკრებმა ფიფა-ს განახლებულ რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა appeared first on გურია ნიუსი.