აშშ ისრაელს სირიის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული იერიშის გამო აკრიტიკებს
შეერთებული შტატები ისრაელს სირიის საჰაერო ბაზაზე მიტანილი იერიშის გამო აკრიტიკებს. სირიის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ტომ ბარაკის განცხადებით, აბუ ალ-დუჰურის ბაზაზე განხორციელებული ავიადარტყმა არასაჭირო ესკალაციაა, რომელიც რეგიონულ სტაბილურობას ხელს არ უწყობს. ბარაკის თქმით, დამასკოს არც მტაცებლური პოზიცია დაუკავებია და არც მარიონეტულ ძალებს ინარჩუნებს, პირიქით, მან არაერთხელ მიანიშნა დეესკალაციის სურვილზე. ვაშინგტონი მხარეებს სამხედრო ინციდენტების ნაცვლად დიალოგისკენ მოუწოდებს. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიში გაუმართლებელი აგრესიაა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება და რეგიონის დაძაბულობაში ჩათრევას ისახავს მიზნად. The post აშშ ისრაელს სირიის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული იერიშის გამო აკრიტიკებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →