ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტის ასლი, საქართველოში 1989 წელს ჩამოაბრძანეს. ხატის ასლი ათონის მთის ბერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად დაწერეს. აღნიშნული ხატი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა კი საზოგადოების შემოწირულებით, 2012 წელს დაიწყო. პატრიარქის კურთხევით, ტაძრის მშენებლობაში სრულიად საქართველო იყო ჩართული.
The post ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა appeared first on .