სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საზეიმო ღვთისმსახურებას მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტის ასლი საქართველოში 1989 წელს ჩამოაბრძანეს. ხატი ათონის მთის ბერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შექმნეს, როგორც ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატულება. აღნიშნული სიწმინდე ამჟამად თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2012 წელს, საზოგადოების შემოწირულობით დაიწყო. პატრიარქის კურთხევით, ტაძრის აგებაში მონაწილეობა მთელი საქართველოდან მორწმუნეებმა მიიღეს.