,,ისრაელი ღაზას „ჰამასის“ განიარაღებამდე არ დატოვებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ღაზას „ჰამასის“ განიარაღებამდე არ დატოვებსს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში არსებული პოზიციებიდან მანამ არ გამოვლენ, სანამ „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის დემილიტარიზაციის შესაძლებლობას განიხილავს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის გუნდს სჯერათ, რომ „ჰამასის“ სრული განიარაღება და რეგიონის დემილიტარიზაცია შესაძლებელია. ამასთან, ისრაელის პრემიერმა განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმების პროექტი ისრაელის მიერ მომზადებული არ ყოფილა. ნეთანიაჰუს თქმით, მათ მიიღეს დოკუმენტი, რომელსაც არ დაეთანხმნენ და პარტნიორებს საკუთარი საპასუხო პოზიცია გადაუგზავნეს. The post ,,ისრაელი ღაზას „ჰამასის“ განიარაღებამდე არ დატოვებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →