„აგრესია სწორედ ევროპული ქვეყნებიდან მოდის“ – პესკოვი
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ მოსალოდნელი აგრესიის შესახებ, სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. „მსგავსი საშინელებათა ამბები ხშირად ქვეყნდება. რა თქმა უნდა, მათ რეალობასთან და რუსეთის ფედერაციის განზრახვებთან საერთო არაფერი აქვთ“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, რეალურად აგრესია სწორედ ევროპული ქვეყნების მხრიდან მოდის, ხოლო საპირისპიროს მტკიცება ფაქტების დამახინჯებაა. „რუსეთის ფედერაცია ევროპული ქვეყნების მხრიდან ძალიან აგრესიულ პოლიტიკას აწყდება. საპირისპიროს მტკიცება რეალობის დამახინჯება და უბრალოდ ჭორებია, სხვა არაფერი“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. The post „აგრესია სწორედ ევროპული ქვეყნებიდან მოდის“ – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →