სიახლე
იაპონიაში ტაიფუნ „დუჯუანს“ 4 ადამიანი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
იაპონიაში, ტოკიოსა და მიმდებარე პრეფექტურებში ტაიფუნ „დუჯუანის“ შედეგად გამოწვეულ ძლიერ წვიმებსა და მეწყრულ პროცესებს სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები კანაგავასა და ჩიბას პრეფექტურებში მცხოვრები მოქალაქეები არიან. ამ დროისთვის კიდევ ექვს ადამიანს ეძებენ. სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშე 50 000 ადამიანი დარჩა, გაუქმდა ასობით ავიარეისი. ორშაბათს, ტაიფუნის პიკის დროს, ხელისუფლებამ „სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხის“ შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და 1.9 მილიონ მცხოვრებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა იაპონიის აღმოსავლეთ სანაპირო დატოვა, გაცემული ევაკუაციის ბრძანებების უმეტესობა გაუქმდა. The post იაპონიაში ტაიფუნ „დუჯუანს“ 4 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.