აშშ-მა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 19 Mar 2026, 08:11

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სანქციების შემსუბუქება იმ ფონზე მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში კონფლიქტის გამო ნავთობის მიწოდების გაზრდის გზებს ეძებს. კერძოდ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანიებს Petróleos de Venezuela S.A და PDVSA მისცა უფლება პირდაპირ მიჰყიდონ ვენესუელური ნავთობი ამერიკულ კომპანიებს მსოფლიო ბაზარზე. როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა მას შემდეგ, რაც მრავალი წლის განმავლობაში ვაშინგტონი ვენესუელის მთავრობასთან ნავთობთან დაკავშირებულ გარიგებებს ბლოკავდა. The post აშშ-მა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური